საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 სასწავლო პროცესის ორგანიზების წესი


ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების, სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გადადის სწავლების ორგანიზების ე.წ. შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე. მოდელი გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას როგორც სააუდიტორიო, ასევე, დისტანციურ რეჟიმში. 
საბაკალავრო საფეხურზე სემესტრი დაყოფილი იქნება ე.წ. ონლაინ და სააუდიტორიო დღეებად და კვირებად . ფსიქოლოგიისა და განათლების დეპარტამენტებისთვის მონაცვლეობით გამოიყოფა ონლაინ და სააუდიტორიო კვირები. პირველ, მესამე, მეხუთე და ა.შ. კვირებში სრულ ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში სწავლობს განათლების დეპარტამენტი ფსიქოლოგიის დეპარტამენტს  კი ამ კვირების განმავლობაში აქვს სააუდიტორიო სწავლება. მეორე, მეოთხე, მეექვსე და ა.შ. კვირაში კი - პირიქით.
ფაკულტეტის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ყველა კურსი (გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მაგ. პრაქტიკული კურსები) გადადის სრულ დისტანციურ სწავლებაზე და ამისათვის იყენებს zoom-ის აპლიკაციასა და ილერნინგის პლატფორმას.

ონლაინ (ზუმის) კვირები


ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების ყველა ლექციადა სემინარი ტარდება ზუმში (გამონაკლისს წარმოადგენს ინგლისური ენა, რომელიც მთელი სემესტრის განმავლობაში ტარდება აუდიტორიაში). 
ონლიან ლექციები და სემინარები ტარდება დამტკიცებული ცხრილის მიხედვით სინქრონულ რეჟიმში.

სააუდიტორიო კვირები


ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
სააუდიტორიო კვირებში აუდიტორიებში გადაინაცვლებს: 
•    დიდი (100 და მეტი სტუდენტი) სავალდებულო და პირველი დონის არჩევითის ბლოკის საგნების სემინარები (პირველი და მეორე მესამე დონის დიდი, სავალდებულო საგნების და ასევე, პირველი დონის ყველა დიდი საგნის სემინარები).
•    პრაქტიკული საგნები (მაგ. როგორებიცაა ტრენინგები, კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში, აკადემიური წერა). 
•    ასევე, მესამე დონის ე.წ. პატარა (30 სტუდენტი) საგნები სემინარებიანად (მაგ. პათოფსიქოლოგია, ნეიროფსიქოლოგიის საფუძვლები, ფსიქ. დიაგნოსტიკა, ფსიქ. კონსულტაცია და სხვ.) 
 
მუდმივად ონლაინ რეჟიმში რჩება: 
დიდი (100 და მეტი სტუდენტი) სავალდებულო და პირველი დონის არჩევითის ბლოკის საგნების ლექციები; 2 (და მეტ) სემინარიანი არჩევითი კურსების ლექციები თავისი სემინარებით (მეორე და მესამე დონის არჩევითი საგნების დიდი ჯგუფები, მაგ. ქცევის გამოყენებითი ანალიზი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, პოლიტიკური ფსიქოლოგია და სხვ.); ასევე, სტატისტიკა 1-ის სასემინარო და სალექციო ჯგუფები.
შესაბამისად, საგნების ნაწილი რჩება სრულიად ონლაინ რეჟიმში, ნაწილი კი - კვირა გამოშვებით ტარდება აუდიტორიაში. 

განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამები
სააუდიტორიო კვირებში აუდიტორიებში გადაინაცვლებს განათლების დეპარტამენტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის, მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამისა და ასევე, განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სასემინარო/პატარა სალექციო (50 სტუდენტამდე) ჯგუფები.
დიდი საგნები (50 და მეტი სტუდენტი) რჩება ონლაინ რეჟიმში.
მულტილინგვური განათლების პროგრამის პირველი-მეორე კურსის სწავლება მიმდინარეობს სააუდიტორიო, მესამე და მეოთხე კურსის კი - დისტანციურ რეჟიმში.

ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა
•    პროგრამის ფარგლებში თეორიული საგნების სწავლება წარიმართება ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. რამდენიმე საგანში, ძირითადად, პირველი კურსის შემთხვევაში თეორიული კურსის შემთხვევაშიც 3-5 შეხვედრა დაინიშნება სემესტრის განმავლობაში, ჯგუფის და სწავლების პროცესის გასაცნობად და ჯგუფის შესაკვრელად. 
•    კურსები, რომლებიც უნარ-ჩვევას მოიცავს, ჩატარდება სტუდენტებთან შეხვედრით. პირველი და მეორე კურსი დაიყოფა 5-7 კაციან ჯგუფებად. 
•    მესამე კურსზე და მეოთხე კურსზე (5-5 სტუდენტი) სწავლება წარიმართება დისტანციურად.
•    პრაქტიკა ჩატარდება პრაქტიკის ბაზებზე ან თემში, იმ წესების დაცვით, რაც დაწესებულებაში ან საზოგადოებაში იქნება. 


 
ონლიან რეჟიმში სწავლების პროცესში მოქმედებს შემდეგი წესები


სტუდენტები ვალდებულები არიან:
•    დარეგისტირდნენ zoom-ისა და ილერნინგის (moodle) პლატფორმაზე თსუ-ს მეილით.
•    zoom-ის აპლიკაციით სარგებლობისას გამოიყენონ საკუთარი სახელი და გვარი ისე, რომ ლექტორმა შეეძლოს მათი იდენტიფიკაცია. 
•    ზუმში ლექციაზე დასწრებისას და ასევე, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ჩართული ჰქონდეთ მიკროფონი და კამერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლექტორი უფლებამოსილია არ ჩაუთვალოს შესაბამისი აქტივობა (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდგენდეს ის შემთხვევები, როდესაც ლექტორის თხოვნით სასურველია მიკროფონების გამორთვა).
პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულები არიან: 
•    დაგეგმონ ონლიან ლექცია-სემინარები ზუმში და ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სტუდენტებს moodl-ზე გახსნილ სალექციო კურსის ფორუმზე. 
•    moodl-ისპლატფორმაზე ატვირთონ: სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო მასალა (რიდერი, სახელმძღვანელო) და/ან სილაბუსით გათვალისწინებული დავალებებისა და აქტივობების შესრულებისათვის საჭირო მასალა. 
•    სტუდენტებს გააცნონ შეფასების სისტემა, დროულად მიაწოდონ შესასრულებელი დავალებების/აქტივობების ვადები და გასწორებული დავალებები / ნამუშევრები. 
•    ლექციის ზუმის საინდენფიკაციო ბმული, ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. 

 

* * * * * *


•    პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა უნდა დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი, ასევე, კიბერუსაფრთხოების წესები. ლექცია/სემინარების ვიდეოჩანაწერები, ლინკები, ID და პაროლები არ უნდა გაზიარდეს სოციალური მედიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, არ უნდა გადაეცეს მესამე პირს. პირადი მონაცემების გადასაცემად გამოიყენება მხოლოდ LMS და moodl-ის პლატფორმა, თსუ ელფოსტა. 
•    პედაგოგები და სტუდენტები კომუნიკაციისთვის სარგებლობენ მხოლოდ თსუ-ს და არა - პირადი ელ-ფოსტით. 
•    სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დადგენილი და შეთანხმებული ცხრილების მიხედვით, რომელიც ატვირთულია ფაკულტეტის ვებ-გვერდზე. 
•    სააუდიტორიო და ზუმის სალექციო ცხრილიდგება ცენტრალიზებულად ფაკულტეტის ყველა პროგრამისთვის. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისთვის ცნობილია ყველა საგნის ზუმის შესაბამისილინკი/ ID და პაროლი (ასეთი არსებობის შემთხვევაში). 
•    ონლიან სწავლების პროცესის მიმდინარეობა Zoom-ის აპლიკაციაში და Moodl-ის პლატფორმაზე სტუდენტებისთვის მასალის მიწოდების და/ან დავალებების შესრულება-გასწორების პროცესი ექვემდებარება მონიტორინგს.